ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში სანიაღვრე არხს აწყობენ

1485

წინა სტატია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნულ უბანში 3 კმ-ის მანძილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ერთი ფენა. სამუშაოებს შპს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 712 000 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.