ზესტაფონში წყალგაყვანილობის პრობლემებს მოაწესრიგებენ

1631

ზესტაფონში წყალგაყვანილობის სისტემისა და საკანალიზაციო კოლექტორები გაიწმინდება. სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შეასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გაუმართავი სისტემის გამო, წვიმის დროს რამდენიმე ადგილზე მუდმივად დგება წყალი, რაც სამანქანო გადაადგილებას, ქვეითად მოსიარულეებსა და მაღაზიის მეპატრონეებს პრობლემას უქმნის.

„ზესტაფონს ეს პრობლემა დიდი ხანია აქვს და მისი გადაჭრა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის, ბაკურ ჩხენკელის თქმით, უახლესი ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები ზესტაფონში პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე დარჩებიან.