ბათუმის მერია: ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ხიდი მძიმე ტექნიკაზე გათვლილი არ იყო

1106

წინა სტატია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდის ნაწილობრივ ჩანგრევას ბათუმის მერია გამოეხმაურა. როგორც მერიაში განმარტეს საპროექტო სამუშაოები 3 დღეში დასრულდება და ხიდი დაჩქარებული წესით ერთ თვეში აღდგება. ამის შესახებ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ კორძაძემ თქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

კორძაძის თქმით, ხიდი კუსტარულად იყო დამზადებული და ის არ იყო მძიმე ტექნიკაზე გათვლილი. მისივე თქმით, ხიდის მდგომარეობაზე ოფიციალური წერილი მერიაში არ შესულა.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდი ნაწილობრივ 24 აპრილს ჩაინგრა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხიდი ამორტიზებული იყო.