ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე შპს ‘’ბათუმის წყალში’’ კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებზე ლაპარაკობს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ კომპანიის დირექტორს ფინანსურ მენეჯერად მისი დისშვილი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად – ძმისშვილი დანიშნა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მირდატ ქამადაძის თქმით, უწყება, უარს აცხადებს, საკრებულოს წევრებს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს საშტატო ნუსხის შესახებ.
ბრალდებებს “ბათუმის წყალში” უარყოფენ. იურისტი შალვა ფხალაძე განმარტავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კომპანიამ გასცა, რაც შეეხება პრემიების ოდენობას, დაფინანსებას და პერსონალურ მონაცემებს, კომპანიას აქვს კანონიერი უფლება ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს.