რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში

1010

2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში 29 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, უმეტესად, დაგეგმილია საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა. კერძოდ:

  • ქალაქ გარდაბანში რეაბილიტირდება N1, N2, N3,  N4 და N5 საბავშვო ბაღები.
  • სოფელ აღთაკლია-ყართაკლიაში დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი. სოფელ სააკაძესა და გამარჯვებაში კი თანამედროვე ტიპის ახალი საბავშვო ბაღები აშენდება.
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ლემსვანიას N1 და N2, სართიჭალის N1 და N2, მარტყოფის N1 და N2, გამარჯვების N2 ქვემო თელეთის, მზიანეთის, საცხენისის, კრწანისის, ახალსოფლის, ნორიოს, ახალ სამგორისა და ქვემო თელეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
  • სოფელ სართიჭალაში, აღთაკლიაში. ყარათაკლიასა და ყარაჯალარშიგზების 8,21 კილომეტრიანი მონაკვეთიანი მოასფალტდება.
  • გზის 10,43 კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა სოფლებში: ჯანდარა, ვახტანგისი, ქესალო, ნაზარლო.