კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ კასპის მუნიციპალიტეტს ნაძვის, ფიჭვის და ცაცხვის ნერგები ჩამოუტანა.
მუნიციპალიტეტმა ნარგავები ქალაქის ორ სკვერში, დოესის, მეტეხის, ქვემო გომის და კასპის #5 საბავშო ბაღებს, ასევე ახლადაშენებულ სოფელ თვალდის საჯარო სკოლას გადასცა.
კასპის მუნიციპალიტეტი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობენ და ერთად სულ ოთხი გამწვანების აქცია აქვთ ჩატარებული.