ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ “ხაშურსერვისი” შეამოწმა და ხარვეზები აღმოაჩინა

346

ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურმა მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ, “ხაშურსერვისი” შეამოწმა და ხარვეზები აღმოაჩინა.

ხარვეზების ჩამონათვალი, რომელიც აუდიტორული შემოწმების შედეგად, “ხაშურსერვისში” გამოვლინდა:

  • ა(ა)იპ “ხაშურსერვისს” არ აქვს დასაქმებული პერსონალის თანამდებობების შესაბამისი სახელის აღწერილობა;
  • ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული თანამდებობების სრული დასახელება, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები.

“ვინაიდან ორგანიზაციას, არ გააჩნია კონკრეტულ თანამდებობებზე, სამუშაო აღწერილობები და განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, ჩნდება იმის რისკი, რომ საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციამ ვერ მოახერხოს, კვალიფიციური თანამშრომლების აყვანა, აქედან გამომდინარე კი დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულოს დასაქმებულმა მუშაკებმა ეფექტიანად”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

  • პერიოდულად არ ხორციელდება დასახული მიზნების და ამოცანების შეფასება;
  • პროგრამაზე გაწეული ხარჯები არასტაბილურია და ასევე ადგილი აქვს თანხების გადატანას ერთი ადგილიდან მეორეზე;
  • არ ხორციელდება შესრულებული საქმიანობის ანალიზი შეფასების ინდიკატორი გამოუყენებელია, შიდა გზების მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით;
  • ქვეპროგრამების მიმართულების მენეჯერები არ წარმოუდგენენ ხელმძღვანელებს განხორციელებულ საქმიანობის შესახებ ამგარიშს.

“აღნიშნული ხარვეზები მიუთითებს იმაზე, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები საჭიროებს გაუმჯობესებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ა(ა)იპ „ხაშურსერვისის” განვითარებას და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.”

  • ორგანიზაციაში გამოყენებული სპეცტექნიკა არის მოძველებული და მათ არ გააჩნიათ გამართული ოდომეტრები, რაც მნიშვნელოვანია საწვავის ხარჯის საკონტროლოდ.