რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე

1222

ორი ბინა და მიწის ნაკვეთი მეუღლის სახელზე. რა ქონება აქვს სამცხე–ჯავახეთის ახალ გუბერნატორს კახა სამხარაძეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კახა სამხარაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 30 მარტს, შიდა ქართლის გუბერნატორის პოზიციაზე ბოლო სამუშაო დღეს, შეავსო. ორ დღეში კი მუშაობა სამცე–ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე დაიწყო.

დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის ნინო ხიდეშელის სახელზეა 2, 21 კვ.მ (ფაქტობრივად ფართი არის 38,62) ბინა თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე. ხიდეშელმა ბინა 11 000 დოლარად 2012 წელს იყიდა. ერთი წლით ადრე კი მან თეთრ წყაროში, სოფელ ორბეთში 89,9 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით შეიძინა, რაშიც 10 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს კახა სამხარაძეს „ლიბერთი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 383, „თი–ბი–სი ბანკში“ – 19, „ვი–თი–ბი ბანკში“ – 431, „თი–ბი–სი“ გოლდზე კი 90 ლარი უფიქსირდება.

სამხარაძე შპს „გისონი ტურის“ 20%–იანი წილის მფოლბელია. როგორც დეკლარაციაშია მითითებული, საწარმოს კაპიტალის ოდენობა 250 ლარია. გასულ წელს “გისონი ტურიდან” სამხარაძეს შემოსავალი არ მიუღია.

მისი მეუღლე ნინო ხიდეშელი შპს „ქართუ ჯგუფში“ მთარგმნელი ბუღალტერია. მას აქ 2017 წელს 18 250 ლარი აქვს მიღებული. კახა სამხარაძემ კი შემოსავალი შიდა ქართლის გუბენრატორის პოზიციაზე, 2017 წელს, 67 555 ლარი მიიღო.

მის მეუღლეს, „ბანკ რესპუბლიკაში“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივლისამდე 4 000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი ჰქონდა აღებული. გასულ წელს ხიდეშელმა სესხის დასაფარად 2 160 ლარი გადაიხადა.

ასევე, სამომხმარებლო, 5000 ლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული სამხარაძეს 2017 წლის აგვისტოში „ვი–თი–ბი–ბანკი ჯორჯიაში“. სესხი მან 2019 წლის თებერვლამდე უნდა დაფაროს. გასულ წელს კი ამისთვის 1 218 ლარი გადაიხადა.