სოფელ ვალეში საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს

573

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში სტალინისა და თამარ მეფის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქუჩებზე ტროტუარები ამ დრომდე არ იყო, ადგილობრივებს კი სიარული გზის სავალ ნაწილზე უწევდათ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახელობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება