ქობულეთში მეეზოვეებს ხელფასებს გაუზრდიან

668

წინა სტატია

ქობულეთში მეეზოვეებმა მუშაობა განაახლეს. სანიტარული დასუფთავების ორასამდე თანამშრომელი, რომელიც გუშინ გაიფიცა, დღეს სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მეეზოვეებმა გაფიცვა ქობულეთის მერთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მირიან ქათამაძე მათ დაჰპირდა, რომ თვის ბოლომდე ხელფასები გაეზრდებათ.

ქობულეთში მეეზოვეები 4 აპრილს გაიფიცნენ.