შუახევის მერიამ პლასტმასის 1 100 ლიტრიანი 11 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ურნების შესაძენად 900 ლარი დაიხარჯა.
დაბის ტერიტორიაზე ძველი ურნები ახლით ჩაანაცვლეს, ხოლო ძველი ურნები დროებით პერიფერიებში განათავსეს.
ურნების განთავსება ა(ა)იპ „შუახევის კომუნალურმა სამსახურმა“ უზრუნველჰყო.