ძლიერმა ქარმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას – მეჩეთს სახურავი გადახადა. დაზიანებულია გვერდით მდებარე სახლიც. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
გვერდით მდებარე სახლი მეჩეთიდან მოგლეჯილმა თუნუქის ფირფიტებმა დააზიანა.
როდის დაიწყება მეჩეთის სახურავის აღდგენა, ქედის მერიაში ჯერ არ იციან. მერიაში განმარტავენ, რომ კანონი უწყებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას უკრძალავს, თუმცა ამბობენ რომ ფაქტზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს აცნობეს და შენობის შეკეთებაზე ერთობლივი ძალებით იზრუნებენ.
დღეს ბათუმში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა.
ასევე, ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიშიც შექმნა პრობლემები. დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.