ბათუმში, ძლიერმა ქარმა თაბუკაშვილის პირველ ნომერში სახლს სახურავი გადახადა. ინფორმაციას TV25-ი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად ორი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაზარალებულები თავს მეზობელს აფარებენ.
ფაქტის შესახებ ბათუმის მერია ინფორმირებულია, ამ ეტაპზე დაზიანებული სახურავის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ძლიერმა ქარმა გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიშიც შექმნა პრობლემები. დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.