რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებს სპეცმანქანები გადასცეს

744

რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებს, სამედიცინო წესით აღჭურვილი, ჯიპის ტიპის ახალი სპეცმანქანები გადაეცა.

ახალი მანქანებით აღიჭურვა ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.

მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის 22 მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა.