ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი რეანიმობილი გადაეცა

512

ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რათა მოსახლეობამ შეძლოს სამედიცინო სერვისებით სრულფასოვნად და ხარისხიანად სარგებლობა.

“რეანიმობილი ხულოს მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ყველა სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი როგორც ხულოს მუნიციპალიტეტში, ასევე, ზოგადად მაღალმთიან აჭარაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.