ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები გაშენდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მსხალი, ვაშლი, გარგარი, ჟოლო ხეხილის და კენკრის ეს კულტურები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში თითქმის 60 ჰეტქარზე შპს “ჯეონათს კომპანიმ” გაააშენა, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძეა.
ამ ტიპის და მოცულობის ხეხილის ბაღი, რომლის გაშენებაში მილიონ ნახევრი ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო საქართველოში ერთადერთია.
კომპანიის დირექტორის რევაზ ჩიტიძის თქმით პრეოქტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარს შეადგეს და იგი 2019 წლისთვის დასრულდება:
“ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენდა ვაშლის, მსხლის, ჟოლოს, გარგარის ინტენსიური ბაღი. იგეგმება ჟოლოს პლანტაციის გაშენება 30 ჰექტარზე. პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი ტერიტორიების გაკულტურება. ასევე, იგეგმება გადამამუშავებელი და სამაცივრე საწარმოების მშენებლობა”, – აღნიშნა რევაზ ჩიტიძემ.
მისივე თქმით ამ ეტაპზე 20 ადგილორბივია დასაქმებული, თუმცა პროექტის სრულად გახორციელების შემდეგ კიდევ 50 ადამიანი დასაქმდება. ჩიტიძის ინფორმაციით, კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და მონაწილეობს პროგრამაში „დანერგე მომავალი“.
აღსანიშნავია, რომ გარდა ხეხილის ბაღებისა, მალე ლანჩხუთში იგეგმება თევზის მეურნეობის გაშენება, რომელშიც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და დასაქმდება 200 – ზე მეტი ადგილობრივი.