წალენჯიხის მუნიციპალიეტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიქავას გზა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
პროექტის ღირებულება 2 386 378 ლარია.
გზის სიგრძე 6,1 კილომეტრია და პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებზე კი, დასაქმებულია 50 ადგილობრივი მოსახლე.
მიქავას დამაკავშირებელი გზა ბოლო 25 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.