საჩხერის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დაგეგმილ პროექტებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
2018 წელს ქალაქ საჩხერეში დასრულდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთში. ასევე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები სოფელ სარეკში.
მოხდება ახლადაშენებული ძალოსნობის დარბაზის ეზოს კეთილმოწყობა.
კეთილმოეწყობა ეზოები აღმაშენებლისა და ივანე გომართელის ქუჩაზე.
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ქალაქ საჩხერესი არსებულ ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს.