პუბლიკაცია „ინიციატივა ცვლილებისათვის“, წიგნი მეორე, აღწერს იმავე პერიოდის საქართველოში კერძო ინიციატივებისა თუ ჯგუფური ძალისხმევის შედეგად თემის მობილიზებისა და განვითარების მაგალითებს: დაბრკოლებებს, წარუმატებლობას, წარმატებას; ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობენ ადამიანები შეცვალონ პირადი და საზოგადო მდგომარეობა, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, როგორ ავლენენ შემოქმედებით უნარს. გარდა თემატური მაგალითებისა, გამოცემაში შესულია საქართველოში შრომითი გაერთიანებებისა და ურთიერთდახმარების ისტორიული ანალიზი.
თავი I – სოფლის თვითმმართველობა და თვითორგანიზების გამოცდილება
თავი IIკულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივები და ორგანიზაციები
თავი II – სამეურნეო ამხანაგობები და კოოპერაცია
თავი IV – შრომითი გაერთიანებების ფორმები საქართველოში
იხილეთ წიგნი სრულად – ინიციატივა ცვლილებებისათვის (თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე) წიგნი მეორე
ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნის პირველ ნაწილს