ინიციატივა ცვლილებებისათვის – თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე

3546

გთავაზობთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო წიგნს – “ინიციატივა ცვლილებებისთვის – თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე”, რომელშიც ოკუპაციამდელ საქართველოში თემის თვითორგანიზების უნიკალური დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი.

„ინიციატივა ცვლილებებისათვის“ შეიქმნა წარსულში არსებული სათემო ინიციატივების კვლევის შედეგად. აქ წარმოჩენილია ათი თემატური, ისტორიული მაგალითი, მოვლენა; აღსანიშნავია, რომ ამ  მაგალითებში ნათლად იკვეთება თვითმმართველობის ჩანასახები და ადრეული ეტაპების ნიშნებიც. იმავდროულად, ჩანს ის პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც, იმჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობის გამო, ხელს უშლიდა ამგვარი ინიციატივების განვითარებასა და გაფართოებას. მკითხველი ნათლად დაინახავს პარალელებს დღევანდელ ვითარებასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მაგალითები ხშირად ასი და მეტი წლის წინანდელ პროცესებს ასახავს.

წიგნი გამოიცა სათემო განვითარების ცენტრისა (CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA) მიერ ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით.

იხილეთ წიგნის სრული ვერსია

ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ წიგნის მეორე ნაწილს