ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქალაქის პოლიციის სამმართველოში წუხელ მოწმეების დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსი და რამდენიმე დეპუტატი დაკითხეს. ინფორმაცაის IPN-ი ავრცელებს.
ჩვენება ნაციონალების წევრმა დათა შელიამაც მისცა. „თითქმის ორი საათის განმავლობაში ვიკითხებოდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსის მოყოლისგან, დაველოდოთ გამოძიებას“, -თქვა შელიამ.
რაც შეეხება კონფლიქტის მეორე მონაწილე ბათლომე შელიას, ის ჯერ გამოძიებას არ დაუკითხავს. “დაბარებული ვიყავი, თუმცა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ვერ მივედი. სავარაუდოდ, დღეს, მეორე ნახევარში მივალ და ვუპასუხებ მათ კითხვებს“, – ათქვა ბართლომე შელიამ.
საკრებულოში გუშინ მომხდარი ცემის ფაქტზე შს სამინიტრომ გამოძიება სს კოდექსის 126-ე ცემის მუხლით დაიწყო.
გუშინ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ.