შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში მომხდარი ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შ. ა.-მ მოქალაქე მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ უკვე გამოკითხა როგორც დაზარალებული მოქალაქე, ისე საკრებულოს წევრი. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.