თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

528

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

სოფელ ნაგარევში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში დღეს 24 ოჯახი ჩაერთო.

გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და შემდეგ ეტაპზე განხორციელდება ნაგარევის 116, ჭალასთავში მცხოვრები 75 და ბროლისქედში მცხოვრები 96 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა.