როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში

638

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ღვანკითი – მაისი; ჩხარი – მაისი; რუფოთი – სექტემბერი.

2023 წელი – თერჯოლა – თებერვალი; ახალთერჯოლა – თებერვალი; სიქთარვა – თებერვალი; ზედა სიმონეთი – ნოემბერი; ძევრი – ნოემბერი; გოგნი – ნოემბერი; ზედა საზანო – ნოემბერი.

2024 წელი – კვახჭირი – იანვარი; ჭოგნარი – იანვარი; გოდოგანი – იანვარი; ნახშირღელე – იანვარი; ალისუბანი – ივნისი; ბარდუბანი – ივნისი; ქვედა სიმონეთი – ივლისი; თუზი – ივლისი; ეწერი – ივლისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.