მთავრობის ადმინისტრაციასთან ლენტეხის და მესტიის ერთ რეგიონად გაერთიანებას ითხოვენ

1193

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სვანეთში დიდი სიმძლავრის ჰესების მშენებლობა იგეგმება, რაც საფრთხეს უქმნის ამ რეგიონს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

სხვადასხვა მოთხოვნას შორის, აქციის მონაწილეები სვანეთის ერთ რეგიონად ჩამოყალიბებასაც ითხოვენ. მათ სურთ რომ ლენტეხი და მესტია გაერთიანდეს.

2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა წევრმა ქართული ოცნებიდან ვიქტორ ჯაფარიძემ სვანეთის ცალკე რეგიონად ჩამოყალიბება მოითხოვა. ამის შესახებ მან მაშინ სვანეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.