ბათუმში ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაცია სრულდება

819

ბათუმში ბარცხანაში, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით კი, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე დამონტაჟდა ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები ტროტუარზე.

სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო.
სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს.

ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაათვალიერეს.