სოფელ მეტეხის საბავშო ბაღი ახალ შენობაში განთავსდა

914

სოფელ მეტეხის საბავშო ბაღის 60 აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა და მომსახურე პერსონალმა ახალმოსახლეობა იზეიმა. ყოფილი საბავშო ბაღის შენობა შეუსაბამო იყო იმ მოთხოვნილებებთან, რაც სკოლამდელი დაწესებულებისთვისაა საჭირო. ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ბაღში აღსაზრდელთა ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ სამი პედაგოგი, სამი ძიძა და დამხმარე პერსონალი ემსახურება. ორსართულიან შენობაში შექმნილია ყველა სათანადო პირობა, აქვს ეზო, სადაც განთავსებულია ბავშვთა გასართობი საშუალებები.