ბათუმის ზოოპარკის ყოფილმა თანამშრომელმა ხელმძღვანელს სასამართლო მოუგო

901

ზოოპარკის ყოფილმა თანამშრომელმა ხელმძღვანელს სასამართლო დავა მოუგო. გადაწყვეტილების თანახმად ალექსანდრე თევზაძე ვალდებულია ამირან მურვანიძე სამსახურში აღადგინოს და დაახლოებით 1 წლის ხელფასი აუნაზღაუროს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

თევზაძე მურვანიძის გათავისუფლების მიზეზად გულგრილობას ასახელებდა, იგი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო პერიოდში 50-მდე ცხოველი დაიღუპა.