ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია.
პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ,,ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს.
ამ ეტაპზე ძველ ხიდზე როგორც ქვეითი, ასევე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული არ არის, ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, მოხდება მისი დემონტაჟი.