დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების სახელების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.
დუშეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება კი 21-დან 23 მარტამდე მოხდება. ბანერების შესყიდვისა და განთავსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000-მდე ლარია გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებულმა პირმა 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ბანერების განთავსება გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დუმაცხო, ჩოხი, ზემო ჩოხი, გამსი, დიდებაანი, ზანდუკი, კიტოხი, ბაკურხევის ხეობა, მაქართა, ლუთხუბი, წინამხარი, ბახანი და დიხჩო, ასევე უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: უძილაურთა, შუაფხო, თხილიანა, გოგოლაურთა, ზარისჭალა, მუქო, მათურა, ხოშარა, ახადი, უკანაფშავი და ჭიჩო.