ბათუმში სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანების ფაქტზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო

540

ბათუმის მერიის სანდასუფთავების თანამშრომლებმა ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაშისამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურები გამოიძახეს. სამშენებლო ნარჩენები, სავარაუდოდ, მიმდებარედ არსებული დანგრეული საცხოვრებელი სახლებიდან გამოიტანეს.

სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის დაბინძურებაზე (ერთ კუბურ მეტრზე) ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1500 ლარით.