წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაღალის უბანში დამეწყრილი გზის მონაკვეთის აღდგენა დასრულებულია. ინფორმაციას წალენჯიხის საკრებულო ავრცელებს.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ 48 843 ლარი შეადგინა.
ასევე ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ.ოლორზე დასრულებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები. სამუშაოებზე 40 368 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მუშახელი.
აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში.