კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპში ეფრემ მეორის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად ქუჩაზე, რომლის სიგრძე 200 მეტრია წინა მოსამზადებელი სამუშაოები – გზის საფარის მოფრეზვაა დაწყებული.
პროექტი ითვალისწინებს საგზაო სამოსის, საფეხმავლო ბილიკის (ტროტუარი), ბეტონის ბორდიურების, სანიაღვრე ქსელის, მონოლითური ჭების და საგზაო ნიშნების მოწყობას. დასრულებულ ქუჩაზე კი, ფოთლოვანი ხის ნერგები დაირგვება.
სამუშაოებს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს და მასზე 257 635 ლარი დაიხარჯება;