სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლები, რომლებსაც, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანის დროს ავტომანქანები ჩამოართვეს საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლები ჯერ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები საქმეების სწრაფად გამოძიებას და კუთვნილი ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც თვეებია ჩამორთმეული აქვთ. აქციას ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა, რომლის წევრებიც თბილისიდან ჩავიდნენ.
სამხარეო აქციასთან შეკრებილები მეგაფონებით მიმართავდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს, რომ დროულად დასრულდეს მათი საქმეების გამოძიება. შემდეგ პროკურატურასთან გადაინაცვლეს. მათ ჯერ განცხადებით მიმართეს ოლქის პროკურორს შოთა რიჟამაძეს და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ კი, რადგან არავის გამოვიდა მათთან შესახვედრად, თავად გადაწვიტეს პროკურატურაში შესვლა, რასაც იუსტიციის სახლის ფოიეში დაძაბულობა მოჰყვა.
სამართალდამცავებმა ენმ–ს წევრებს მიმართეს დატოვონ შენობდა და პროკურორი მათ აუცილებლად შეხვდება.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.