კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება გრძელდება

482

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანია, კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს აგრძელებს.

სამუშაოები ამჟამად სოფელ გარიყულაში მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ალიონი“ ახორციელბს.

მაგისტრალის დასრულების და ბუნებრივი აირის მიღების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება.

საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, უკვე განახორციელა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები.