ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების რეგულირების შესახებ იმსჯელეს

602

საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით სამუშაო შეხვედრაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა, აპარატის წარმომადგენელმა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტებმა ადგილობრივი მოსაკრებლების რეგულირების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტები განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორის დასუფთავების და სათამოშო ბიზნესის მოსაკრებლების დადგენასა და გაანგარიშების წესს. 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ განმარტა, სამუშაო შეხვედრაზე ადგილობრივი მოსაკრებელების რეგულირების საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი და მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტებში რამდენიმე საკითხის დაზუსტება მოხდება. ხოლო, ადგილობრივი მოსაკრებელების გადაწყვეტილების პროექტები უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერზე ( www.lagodekhi.gov.ge ) განთავსდება, რათა დაინტერესებულ პირებს მისი გაცნობის შესაძლებლობა მიეცეთ.