ხელვაჩაურის საკრებულომ მოქალაქეთა პეტიციები განიხილა

600

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აქტიურ მოქალაქეთა მიერ შემოტანილი პეტიციების განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კიდევ ერთი სხდომა ჩატარდა.

პეტიცია, რომელიც სოფელ ფერიაში საკანალიზაციო არხის მშენებლობას შეეხებოდა შემდგომი განხილვის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში გადაიგზავნება, ხოლო პეტიცია ორთაბათუმში, კერძოდ კაპრეშუმში და სალიბაურში საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილებით მერიაშიგადაიგზავნება, საბავშვო ბაღის ასშენებლად შესაბამისი ტერიტორიისა და სტატისტიკის შესასწავლად.

მესამე პეტიცია აჭარისწყლის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას მოიცავს და აღნიშნული პეტიციის განხილვისას ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ბიუჯეტში თანხის გამოყოფის შემდგომ კულტურის სახლს რემონტი ჩაუტარდეს.