აჭარის ნაწილს 9 ივლისამდე გაზმომარაგება შეუწყდება

299

მიმდინარე წლის 7 ივლისის დილის 10:00 საათიდან 9 ივლისის დილის 10:00 საათამდე აჭარის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ხელვაჩაურსა და ბათუმს მთლიანად, ხოლო ქობულეთის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანია „სოკარის“ ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, ავტობანის მშენებლობის არეალიდან საშუალო წნევის გაზსადენის გადაადგილება გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 9 ივლისის დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

„კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge”, – ნათქვამია ინფორმაციაში.