ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა

943

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე,  ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას  სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.

პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.

ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.