თერჯოლის სოფელ სიქთარვის სკოლა დროებით სხვა შენობაში გადავიდა

1048

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ოფელ სიქთარვის ადმინისტრაციულ შენობაში იყო, სადაც შესაბამისი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დროებით სიქთარვის საჯარო სკოლა განთავსდა.

მერმა საკლასო ოთახები და საჯარო სკოლის ძველი შენობა დაათვალიერა, რომლის დემონტაჟიც მალე დაიწყება.

2018 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავიდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირს შორის გაფორმდა.

ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, არსებული სკოლების რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი დელეგირებული იქნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებზე. მუნიციპალიტეტები თავად შეისწავლიან სკოლების საჭიროებებს, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და გამოაცხადებენ ტენდერს ახალი პროექტების განხორციელების მიზნით.