“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მათ საკრებულოს უმრავლესობას ინიციატივით მიმართეს. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ, ბათუმის საკრებულომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას წინადადებით მიმართოს და არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცნობოს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საკითხში საქართველოს გვერდში დაუდგეს. როგორც ქამადაძემ განაცხადა, აღნიშნული ასოციაცია ევროპის კონგრესის წევრია და მას უფლება აქვს მიმართოს ევროპის კონგრესს.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას “ქართულ ოცნებაში” უპასუხეს. როგორც ბათუმის საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის ინიციატივას ვერ მიიღებდნენ, ვინაიდან მათ კომპეტენცია არ არის.