რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში #15 საჯარო სკოლის, 21-ე მიკრორაიონში კი #32 საბავშვო ბაღის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე წელს დაგგემილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას #15 საჯარო სკოლისა და #32 საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგებიც დაესწრნენ.
#15 საჯარო სკოლისა და #32 საბავშვო ბაღის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს.
რუსთავის მერი 2018 წელს შესასრულებელი სამუშაოების პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა იმ უბანში გამართავს, სადაც წლის განმავლობაში ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2018 წელს, რუსთავში 12 მლნ ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.