ფოთის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – poticity.ge 3 თვის გადაუხდელობის გამო გათიშულია. ამის შესახებ ინფორმაცია Droa.ge-ს Proservice-ის ტექნიკურმა სამსახურმა დაუდასტურა.
ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანი კილასონიამ Droa.ge-ს თავდაპირველად განუცხადა, რომ საიტი დროებითი ხარვეზის გამო გაითიშა, ხოლო მას შემდეგ რაც Proservice-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ შეიტყო თქვა, რომ ვებგვერდი ახალ მისამართზე გადადის და სწორედ ამ მიზეზით გაითიშა.
ამ დროისთვის ფოთის მერიის პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.