ქალაქი ფოთი, წელს პირველად, ფეინთბოლში ჩემპიონატს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირი 8 სექტემბერს13:00 საათზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
“ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს.
დაინტერესებულმა პირებმა, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ინფორმაცია ( სახელი, გვარი-პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი, საკონტაქტო ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com-ზე. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ:
ნომერზე 591 41 75 24 “, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.