ფოთის მერია ახალგაზრდების დასაქმების მიზნით სტაჟირებას აცხადებს

726

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ხორციელდება საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით, განისაზღვრა ფოთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის გაზაფხულზე სტაჟირების გამვლელთა რაოდენობა.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს:
ტელ: (+995 32) 2197755

სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 30 აპრილს ვებ-გვერდზე stajireba.gov.ge