ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

917

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა, სადაც შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ცენტრში მცენარის მავნებლის თუ სხვადასხვა სახის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები და სპეციალური ტექნიკა გაიყიდება. ასოციაციის დირექტორ გიორგი თოდუას განმარტებით, მომსახურების ცენტრი ასოციაციის წევრ ფერმერთა თხოვნით დააფუძნეს:

“აქ ადგილზე ფერმერებს გაუწევენ რეკომენდაციებს წამლობის სქემებთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა, მაღალი ხარისხის შესაწამლი პრეპარატები შეიძინონ შეღავათიანი პირობებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც გვიწევენ ფინანსურ მხარდაჭერას ფერმერებისთვის, თხილის მწარმოებლებისთვის. ამავე დროს გვეხმარებიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები „ფერერო“ და USAID“, – განაცხადა გიორგი თოდუამ.