ბათუმში კომპანიამ ადაპტირებულის ნაცვლად, არაადაპტირებული მოსაცდელები დაამონტაჟა

654

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოსაცდელს უკანა მხრიდან უნდა ჰქონოდა ღია სივრცე, რაც ეტლით მოსარგებლეს ტროტუარიდან მოსაცდელში შესვლას და იქ კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემდა.

სამუშაოების დაწყების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მოსაცდელი, რომელსაც კომპანია ამონტაჟებდა, სინამდვილეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის.

„მერია კომპანიას დაავალდებულებს, რომ გამოასწოროს ხარვეზი“, – თქვეს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის პრესსამსახურში.

 

იხილეთ სტატია სრულად ამ ლინკზე.