გორის საკრებულოში სატელეფონო ხარჯების ანაზღაურების საკითხს ხმაური მოჰყვა

717

გორის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გორის მერიის მაქანების მრეცხავს სატელფონო ხარჯი აუნაზღაურდება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

სატელეფონო მომსახურების ლიმიტები შემდეგნაირად დადგინდა: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ყოველ თვე 15 ლარს მიიღებს,  მდივან-რეფერატი 10 ლარს, ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების მენეჯერი – 15 ლარს, ვიზიტორთა რეგისტრატორი 10 ლარს და ასევე მანქანების მრეცხავს სატელეფონო ხარჯები  10 ლარით აუნაზღაურდება.

საკრებულოს მიერ ამ განკარგულების დამტკიცებას, წინ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება უძღოდა.