ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. პროექტი, რომლის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტების მქონე, 25 აღსაზრდელზე გათვლილი. ბაღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, სოფლის ხელმძღვანელ პირებთნ და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, დაათვალიერა.