აუდიტის სამსახურმა ქედის მერიაში შეხვედრა გამართა

683

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს. აუდიტის სამსახურის ცნობით, სამუშაო ფორმატში განხილებოდა აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტების შედეგად იდენტიფიცირებული ძირითადი ნაკლოვანებები და მათ აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, ასევე მნიშვნელობა, რომელიც პრეზენტაციის სახით დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ კირტავამ წარადგინა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას და სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.